ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადება
თბილისი, 2 აპრილი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს „ქართულ ოცნების“ პრესსამდივნოდან ატყობინებენ, კოალიცია „ქართულ ოცნების“ სათავო ოფისის შენობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავასთან მიმართებაში ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის სასამართლო უსაფუძვლოდ არღვევს საქმის განხილვის ვადებს და სარჩელებს ხელოვნურად აჭიანურებს. ამით კი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში ხელი ეშლება.
„სარჩელების ხელოვნურად გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საჩივარი შევიტანეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების – გიორგი ტყავაძისა და ლაშა ქოჩიაშვილის, მიმართ უსაფუძვლოდ საქმის გაჭიანურების გამო დისციპლინური დევნის აღძვრის მოთხოვნით“, – ნათქვამია ეკა ბესელიას განცხადებაში.