აქტუალური
ავტომობილების რეექსპორტი მატულობს

reeeqsportiთბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. საქართველო ავტომობილების რეექსპორტის თვალსაზრისით რეგიონის საკვანძო ქვეყნად იქცა. ამაზე მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც საქართველოში გასაყიდად შემოსული და შემდეგ ქვეყნიდან ექსპორტირებული მანქანების რაოდენობაა აღრიცხული.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში 4,5-ჯერ გაიზარდა; 40%-ით მოიმატა იმპორტმა; ახალი მანქანების რიცხვი კი ქვეყანაში 10%-ით გაიზარდა. ამასთან, ბოლო პერიოდში რუსეთში წარმოებული ავტომობილები საერთოდ აღარ შემოსულა.

მსგავსი კომპლექსური კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სხვა საკითხებთან ერთად, აღმოჩნდა, რომ მანქანის ყველაზე პოპულარული ფერები ჩვენს ქვეყანაში მწვანე და წითელია.