საზოგადოება
თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო

TINATINI1234თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. როგორც ცნობილმა ქართველმა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, ხარებას, 7 აპრილს, 17 საათზე, იუბილარი ქალბატონი მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს შემოქმედებით საღამოზე ეპატიჟება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში (ზანდუკელის ქ. №1, მეტრო „რუსთაველის “ უკან).

შემოქმედებით საღამოზე წარმოდგენილი იქნება თინათინ მღვდლიაშვილის საყოველთაოდ ცნობილი და ახალი ლექსები, გამოიფინება მის მიერ შესრულებული მხატვრული ტილოები და შემკული ხატები, მოისმენთ ქალბატონი თინათინის ლექსებზე დაწერილ უმშვენიერეს სიმღერებს („სამების საგალობელი“, „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“ „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“ და სხვა).

ამ უმშვენიერეს ფონზე ქალბატონი თინათინი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დაუვიწყარ საღამოს გვპირდება.