რელიგია
ილია II: „ამპარტავნება ყველაზე მძიმე ცოდვაა“

propovedთბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვაზე ადამიანის ცოდვებზე იქადაგა და ბრძანა, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა არის ამპარტავნება.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ამპარტავნება – ეს არის ცოდვა, რომელმაც დაღუპა ანგელოზნი და ისინი ეშმაკად აქცია. ამავე დროს, ამპარტავნება არის ცოდვა, რომელმაც დაღუპა ადამი და ევა და მთელი კაცობრიობა.

„ადამიანი არის ხატება ღვთისა და ამ მსგავსებას უნდა მიაღწიოს თავისი სულიერი მოღვაწეობით. მაგრამ, ამავე დროს, ადამიანი არის უძლური არსება. მისთვის უცხო არ არის ცოდვა და უნდა ითქვას, რომ რაც გვახსოვს ჩვენი თავი, გვახსოვს ჩვენი ცოდვა“, –  ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა და წმიდა მამების სიტყვები გაიხსენა, რომლებიც ამბობენ, რომ ამპარტავნებას განკურნავს მხოლოდ წმინდა სამება.

უწმიდესისა და უნეტარესის თქმით, უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ განგვკურნოს ჩვენ ამ სენისაგან.

ქადაგების დასრულებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთელთა გუნდი „აეტი“ და 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დაარიგა, რომ მათ ფეხბურთის თამაშთან ერთად უნდა იფიქრონ განათლებაზე, წიგნებსა და სულიერ ცხოვრებაზე.