პოლიტიკა
პარლამენტის სხდომები ქუთაისში მაისიდან გაიმართება

parlament-v-kutaisiთბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა მიმდინარე წლის 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, 2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი უნდა გახდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო-საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.

კანონპროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.