საზოგადოება
თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის ოფისში ხვალ, 3 აპრილს, პრესკონფერენციას გამართავენ პარტიის წევრები ლაშა გვასალია, ლევან გვარმიანი, გიორგი ოძელი, სოსო გიორგაძე.
პრესკონფერენცია ეძღვნება მიმდინარე წლის 28 აპრილს თბილისში, ზუგდიდსა (სოფელი რუხი, ადმინისტრაციულ საზღვართან) და რუსთავშიდაგეგმილ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა შეკრებას, რომელსაც დაესწრება 120 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულე.შეკრებაზე დაგეგმილია აფხაზეთის ამჟამად თბილისში მოქმედი ხელისუფლების მუშაობის შეფასება.
შეკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენთა მიერ დევნილთა საერთაშორისო ფონდის დაარსება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა და ამ მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
შეკრების ორგანიზებამდე პარტია „განახლებული საქართველოსთვის“გეგმავს ფართო საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა აქციის ჩატარებას.