ივანიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისი, 30 მარტი,
საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ევროკავშირში რუსეთის, აღმოსავლეთპარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორ გუნარ ვიეგანდსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვს. შეხვედრა შედგა ივანიშვილის ბიზნესცენტრში.
პრესსამსახური იუწყება, რომ შეხვედრის დროს, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას და მომავალი არჩევნების მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.