საზოგადოება
რუსეთი საქართველოს პირფერობაში ადანაშაულებს

oSestvo-3თბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. ოფიციალური მოსკოვი თბილისს პირფერობაში  და თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ ამ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.

ლუკაშევიჩის განცადებით, რუსეთის მოქალაქე, მეწარმე კ. როდიონოვი, რომელიც საქართველოში საქმიანი მიზნებით მეგობრის მიწვევით ჩაფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17 თებერვალს დააკავეს. ამასთან, ლუკაშევიჩის განმარტებით, მისი დაკავება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის“ საფუძველზე მოხდა. მისივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ როდიონოვის გათავისუფლებაზე უარი თქვა და 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 2 აპრილისთვის არის დანიშნული და „ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის“ მუხლით მას ოთხ წლამდე პატიმრობა ან მსხვილი ჯარიმა ემუქრება.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქესთან საკონსულოს წარმომადგენლის დაშვების საკითხით საქართველოში შვეიცარიის სალჩოს რუსეთის ინტერესების სექციაა დაკავებული, თუმცა ამ დროისთვის რუსული მხარის მიმართვები უპასუხოდ რჩება.

„მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს თვალთმქცურ ყბედობას სტუმართმოყვარეობისა და რუს ხალხთან მეგობრობის სურვილის შესახებ, სინამდვილეში კი ქვეყანაში ჩასული რუსეთის მოქალაქეების მიმართ სისტემატურ რეპრესიებს აწყობს“, – ამტკიცებს ლუკაშევიჩი.