აქტუალური
კანადის აკვატორიაში ჩაძირულ იახტაზე საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

aktualno-1თბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. კანადის აკვატორიაში პროვინცია ახალ შოტლანდიასთან იახტა ჩაიძირა, რომლის ბორტზეც საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულია, 5-ის გადარჩენა მოახერხეს.

კანადური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა, რადგან მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი აღმოაჩნდა.

გადარჩენილებს შორის საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იახტით არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდათ.

კანადური სამაშველო სამსახურები ამ დრომდე არ აზუსტებენ იახტაზე მყოფების ვინაობას.