საზოგადოება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ცოფისგან დაუცველია
fosta-aqt-MANANAთბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი ატყობინებს, მუნიციპალიტეტი ცოფის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ზონაში იმყოფება. განსაკუთრებული საშიშროება ემუქრება საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებთ. სოფელ ფიროსმანის, სამთაწყაროს, საბათლოს და ქედების ზონის მცხოვრებნი ხშირად გამოთქვამენ წუხილს მტაცებელი ნადირის თავდასხმისა და პირუტყვის დახოცვის ფაქტზე. ცოფის ვირუსის მატარებელი მტაცებელი ხშირად შეუნიშნავთ რაიონის მიმდებარე ტერიტორიებზეც. ამას გარდა, რაიონში შეინიშნება მაწანწალა ძაღლების სიმრავლე. 2011 წელს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურში მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრის 416 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2012 წლს უკვე 68 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 11 350 ლარი ანტირაბიული პროგრამისთვის, მაგრამ ფაქტების სიმრავლიდან გამომდინარე, ცოფით დაავადების პრევენცია არ არსებობს.
პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მოითხოვს, ამ საკითხის დასარეგულირებლად  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიიღონ სასწრაფო გადაწყვეტილება, რათა მოსახლეობა დაცულ იქნეს ამ საშინელი დაავადებისგან.