პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს

vano--otvetitთბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტში სამთავრობო საათზე ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის საქმეებზე ისაუბრებს.

სამთავრობო საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანიც გამოცხადდება და ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ისაუბრებს.

იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სამთავრობო საათზე უკრაინაში ვიზიტის გამო ვერ გამოცხადდება.

ფრაქციას – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – მინისტრებისთვის 10 კითხვა აქვს გადაგზავნილი.