სამართალი
თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. „საინფორმაციო ომი გრძელდება“ – საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ის განცხადებები სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ „რესპუბლიკაში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაზეა“ მიმართული. ეს აზრი სააგენტო „REGNUM“-თან საუბარში ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვმა გამოთქვა, რომელიც 25 მარტს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდა. „მე ვიყავი სამხრეთ ოსეთში და დავინახე ხალხის სურვილი და მზადყოფნა – იცხოვრონ სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ოზეროვმა და დაამატა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უკვე აღიარებულია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ რიგი სხვა სახელმწიფოების მიერ.