სამართალი
„Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორის – რევაზ საყევარიშვილის, განცხადება

SAYEVთბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „არჩევნის თავისუფლების“ წარმომადგენელმა მაგდა პოპიაშვილმა საქინფორმს აცნობა, რევაზ საყევარიშვილი, „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორი, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბრიდან გახლავართ „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორი. მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის არის ერთდროულად როგორც განსაკუთრებული პროფესიული გამოწვევა, ისე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც, ვინაიდან დიდ პატივად მიმაჩნია, როდესაც გეძლევა საშუალება, იმუშაო მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და კომპეტენტური მედიაბრენდის ქოლგის ქვეშ, რომლის ობიექტურობა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი უეჭველია.

ვფიქრობ, მსგავსი ისტორიის, სანდოობისა და გავლენის მქონე მედიაინსტიტუტების საქართველოში შემოსვლა და დამკვიდრება ქვეყანაში მედიის განვითარების, ჟურნალისტიკის პროფესიული დონის ამაღლებისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი გარემოებაა.

სწორედ ამ მოტივით მივიღე მონაწილეობა „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორის შერჩევის პროცესში, რის შემდეგაც მომეცა საშუალება, გავმგზავრებულიყავი ნიუ იორკში, სადაც „Forbes“-ის სათავო ოფისში კიდევ უფრო დეტალურად გავეცანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიაბრენდის საქმიანობის პრინციპებსა და წესებს.

საგულისხმოა, რომ ჩემი „Forbes Georgia“-ში საქმიანობის პერიოდში საქართველოში „Forbes“-ის გამოცემის უფლების მქონე კომპანია „Media Partners“-ის პრეზიდენტ გაგიკ ეღიაზარიანთან არაერთხელ გამოიკვეთა კონფლიქტი, რომელიც განპირობებული იყო მისი მუდმივი მცდელობით, დაერღვია როგორც „Forbes“-ის, ისე ზოგადად დამოუკიდებელი მედიის მუშაობის უმთავრესი პრინციპები, რაც სარედაქციო საქმიანობის დამოუკიდებლობასა და ცენზურის დაუშვებლობაში გამოიხატება.

კონფლიქტმა განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა „Forbes“-მა მარტის ნომერში ტრადიციული მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა, მასში ბიძინას ივანიშვილის შესახებ სტატია განათავსა და შესაბამისი ანონსი ჟურნალის ყდაზეც გამოიტანა.

როგორც მთავარი რედაქტორი, მანამდეც ვთვლიდი, რომ „Forbes“-ის მილარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურანტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხვედრილიყო „Forbes Georgia“-ს ყურადღების ფოკუსში. ამერიკულ „Forbes“-ში ივანიშვილის შესახებ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ მივიჩნიე, რომ სწორედ ამჟამად იყო ყველაზე უპრიანი დრო და, როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართულ რედაქციასაც მოგვემზადებინა სტატია მის შესახებ.

სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე ბატონ ეღიაზარიანის კატეგორულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღების, მოგვიანებით ივანიშვილთან ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენაში ჩარევის, პუბლიკაციის მომზადების შემდეგ კი მისი პირდაპირი და უხეში ცენზურის მცდელობაში გამოიხატა.

ვფიქრობ, დამფუძნებლის მხრიდან ცენზურის განხორციელების მცდელობა დიდწილად განპირობებულია მისი პირადი ნაცნობობით და მეგობრობით საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან, ასევე, მისი სურვილით, რომ „Forbes Georgia“-მ არ გამოაქვეყნოს იმ ტიპის პუბლიკაციები, რამაც შეიძლება ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვიოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე შეუძლებლად მიმაჩნია „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება. დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევისა და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობისადმი პროტესტის ნიშნად მე ვტოვებ „Forbes Georgia“-ს მთავარრედაქტორობას. ამ გადაწყვეტილებისა და მისი მოტივების შესახებ უკვე ვაცნობე „Forbes“-ის სათავო ოფისს ნიუ იორკში.

დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში სისტემატური ჩარევისა და ცენზურის განხორციელების მცდელობის არაერთი ფაქტი მოიპოვება ჩვენს საქმიან მიმოწერაში (ელექტრონული ფოსტით დამფუძნებლის მიერ ჩემთვის მოწერილ წერილებში, სადაც ის დაბეჯითებით მოითხოვს სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას მისი პირადი შეხედულებების შესაბამისად). შიდაკორპორაციული ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ამ მიმოწერას არ ვხდი საჯარო განხილვის საგნად. თუმცა ვიტოვებ უფლებას, რომ საჭიროების შემთხევაში ეს დოკუმენტური მასალა გავხადო საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

ამავე დროს, ვინაიდან „Forbes Georgia“-ს განკარგულებაში რჩება ჩემ მიერ მომზადებული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან (რომლის ცენზურის მცდელობაც განხორციელდა დამფუძნებლის მხრიდან) და მე არ გამაჩნია არანაირი გარანტია, რომ ის საბოლოოდ არ დაიბეჭდება დამახინჯებული სახით, თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას წარვუდგინო მისი დედნისეული ვერსია, რათა გამოირიცხოს ამ პუბლიკაციის არასათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა.

პატივისცემით, რევაზ საყევარიშვილი,

„Forbes Georgia“-ს (ყოფილი) მთავარი რედაქტორი“

 

$6,4 მილიარდის საიდუმლო

ბიძინა ივანიშვილი თავისი ბიზნეს-იმპერიის, მართვის მოდელის, წარმატების საიდუმლოს და ბედნიერების შესახებ

– ამერიკულმა Forbes-მა თქვენი ქონება $ 6,4 მილიარდად შეაფასა. რამდენად სწორია ეს შეფასება?

– ვფიქრობ, რეალობასთან მიახლოებულია. ქონების შეფასებისას ყოველთვის არის ცდომილების შანსი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება საფონდო ბაზარზე და როგორ მერყეობს სურათი. თან,გააჩნია, როგორი პრონციპით შეაფასებ: თუ დღესვე გინდა ქონების თუნდაც ნაწილის რეალიზება, მისი ფასი ალბათ ნაკლებია; თუ ერთი წლის შემდეგ, როცა კრიზისის შემდგომი ზრდა იქნება შესამჩნევი, ცოტა უფრო მეტია ფასი. მოკლედ, ამერიკული Forbes-ის შეფასება მეტ-ნაკლებად კორექტულია და არ შევედავებოდი.

– საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო მოხელე თუ გახდებით, ქონებრივი და ფინანსური დეკლარაცია უნდა შეავსოთ. ასე რომ იყოს, ბევრსიურპრიზს აღმოვაჩენდით თქვენს დეკლარაციაში?

– არც ერთი სიურპრიზი არ იქნება, მთელი ქონება გამჭვირვალე მქონდა და მაქვს. შემთხვევით არ ვაკეთებ აუდიტს ქველმოქმედებაზეც კი. ამ მხრივ არანაირი დაფარული პოზიცია არ მქონია, ყველა ბანკს, ვისთანაც ვთანამშრომლობ, ყოველთვის ვუგზავნი აუდიტის ანარიცხებს და ჩემს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას.

– როცა უკვე მილიარდერი ხარ, გზის დასაწყისი შეიძლება არც გახსოვდეს. თუმცა, იქნებ მაინც გაიხსენოთ, თავიდან რატომ გაგიჩნდათ ბიზნესის წარმოების იდეა, რა იყო სტიმულის მიმცემი?

– ელემენტარულად, როგორც ყველა არაფრის მქონეადამიანი, მეც ვფიქრობდი, რამე შემეძინა, ფეხზე დავმდგარიყავიდა გავძლიერებულიყავი.

რა სასტარტო პირობები მქონდა? არ გამაჩნდა ბინა, ერთი საერთო საცხოვრებილიდან  მეორეში გადავდიოდი, სოფლიდან 50 მანეთით ჩამოვედი და, მგონი, ჩემმა მშობლებმა ეს თანხაც მზობლებში ისესხეს. 15 მანეთსვიხდიდი ბინის ქირად, სვანეთის უბანში ვცხოვრობდი და ტრამვაის გაჩერებიდან ნაქირავებ სახლამდე კიდევ 15 წუთი ფეხით სიარული მიწევდა. მარტო ქარხანამდე (კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში ვმუშაობდი) მისასვლელად გზაშივხარჯავდი ბევრ დროს და ენერგიას. ქარხანაში ვმუშაობდი და უნივერსიტეტში საღამოს ფაკულტეტზე ვსწავლობდი. დღის დასწრებულზესწავლაზე ვერც ვიოცნებებდი, რადგან არაფერი გამაჩნდა და დღისით ქარხანაში ვიყავი.

თუმცა,1980-ში, როცა  უნივერსიტეტი დავამთავრე, კათედრაზე დარჩენა შემეძლო, მაგრამ არ მოვინდომე. ის დრო,მოგეხხენებათ, როგორი იყო:დიპლომი აღარაფერს განსაზღვრავდა, არც წამბიძგებელი მყავდა ვინმე. ასე რომ, მე თვითონ რამე ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც ცხოვრებაში დამეხმარებოდა.

1982-ში მოსკოვში ასპირანტურაში ჩავაბარე, დისერტაციაც დავიცავი. თუმცა,როცა ამის შემდეგ თბილისში დავბრუნდი,საერთოსაცხოვრებელშიცკი აღარ დამაბრუნეს, თურმე,აღარ შეიძლობოდა. ასე რომ, უკიდურესად გაჭირვებულ დღეში ვიყავი.

ამდროს „პერესტროიკა“ იწყებოდა. ველოდი ჩემს დროს. ვიცოდი საბჭოთა კავშირის მაკროეკონომიკური მდგომარეობა,ქვეყანა გაკოტრების პირზე იყო და დაშლის პროცესი გარდაუვალი იყო.

ამ დროს მოსფლიო სრულად ახლებურ სისტემაზე იწყებდა გადასვლას: სწორად გავთვალე, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარს ვერავინ იტყოდა, თან ინფლაციაც გარდაუვალი იყო, რაც დამატებით მომგებიან ეფექტს ქმნიდა და ამ პროცესში ჩავერტე. სწორედ ამით დავიწყე, მერე კი ელექტროტექნიკით გავაგრძელე.

ბიზნესი არ დამიწყია იმ ფიქრით, რომ უნდა გავმდიდრებულიყავი. 33 წლის ვიყავი, არ მქონდა ბინა, არ გამაჩნდა არაფერი, არ ვიყავი დაოჯახებული, ინსტიტუტში ვიყავი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ელემენტარულად ცხოვრების მოწყობა მინდოდა. პირველი მარტივი წარმოებაც ამ მიზნით დავიწყე.

– კერძოდ?

– არმირებული შლანგების გამოშვება დავაპირე. საქართველოში დავიწყე წარმოების გამართვა, თვითონვე ვჩარხავდი მოწყობილობისთვის საჭირო დეტალებს, რომ უფრო იაფი დამჯარიყო.მაგრამ წარმოების აწყობას დიდი დრო უნდოდა. სწორედ ამ დროსდაიწყო გამალებული კომპიუტერიზაცია და კომპიუტერებზე მოთხოვნა გაჩნდა. ტრადიციულად ვმეგობრობდი ქართველ ებრაელებთან, რომელთა დახმარებითაც ავაწყე ეს ბიზნესი. პრობლემა კომპიუტერების შოვნა იყო, თორემ სამეცნიერო ინსტიტუტები ხშირად უყოყმანოდ გირიცხავდნენ ფულს.

ვისარგებლე ჩემი ახლო ნაცნობობით და გავაკეთე ამ საქმის კარგი ორგანიზება. მეჩამოვუტანე პირველი კომპიუტერები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.რაკი ვივალდებულე ეს საქმე, არ მინდოდა,თავი შემერცხვინა და ლამის ჩემთვის სარგებლის გარეშე ჩამოვუტანე კომპიუტერები. ძალოვანი უწყებების „ინეტერესსაც“ პრველად მაშინ შევეჯახე.

– რას გულისხმობთ?

– მარტო ის ფაქტი, რომ კომპიუტერების საფასური ჩამირიცხეს და დიდი ფული გამოჩნდა ჩემს ანგარიშზე, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისთვის ყადაღა დაედოთ.საქართველოს იმდროინდელგენერალურ პროკურორამდე მივედით რკვევა-რკვევით, რატომ დაგვიყადაღეს ანგარიში. პასუხად ის მივითეთ, რომ უკვე წლების განმავლობაში არსებობდა კოოპერატივები, მაგრამ ამხელა თანხა არც ერთის ანგარიშზე არ ყოფილა და უნდა გაერკვიათ, რა ხდებოდა.

დაახლოებით ერთი თვე ველოდი ამ საკითხის გარკვევას და მივხვდი, რომ აქ საქმე არ გამოვიდოდა. ის ფული, მგონი, არც ამიღია. როცა ანგარიში განბლოკეს, უკვე საკმაოდ მდიდარიც ვიყავი და იმ ფულსაც ღირებულება დაკარგული ჰქონდა.

თუმცა, ხომ იცით, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ამ ისტორიის მერე წავედი რუსეთში. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ,ბიზნესის წარმოების ამხელა მასშტაბებზე ვერ გავიდოდი.

– „არ მინდა, რამე ისეთი გავაკეთო, რაც პირადი თავისუფლება შემიზღუდავს“, - ეს ფრაზა თქვენი განცხადებიდან არის. ახერხებთ ამ პრინციპის დაცვას?

– პირადი თავისუფლების შენარჩუნებას ყოველთვის ვახერხებდი. ნიჭიერი ადამიანის ჩემეულ ფორმულაშიც ასეა: ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს, რომ თავისი ქმედებითსიცოცხლე და თავისუფლება არ დააყენოს ეჭვქვეშ, საციხოდ არ გაიხადოს საქმე, კანონი არ დაარღვიოს და ა.შ. მგონი, ვახერხებდი ამას არცთუ უნიჭოდ. თუ არ ჩავთვლი ბოლო სვლას (პოლიტიკაში მოსვლას), როცა არჩევანის გარეშე დავრჩი და იძულებული გავხდი, გადამედგა ეს ნაბიჯი. თუმცა, დღეს ბედნიერი ვარ, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი და არ დავრჩი თავისუფლების ლოკალური და ძალიან სუბიექტური აღქმის სიბრტყეზე. გლობალურად თუ გინდა, თავისუფალი იყო, შენიქვეყანაც თავისუფალი უნდა იყოს. თავისუფლად სრულფასოვნად მარტო შენს ქვეყანაში გრძნობ თავს, შენნაირებთან ერთად. თუ ეს გაკლია, სადაც არ უნდა წახვიდე, ვერც თავისუფალი იქნები და ვერც ბედნიერი.

– თქვენი ბიზნესი რუსეთში იმ დროს აყვავდა, რომელზეც ზოგადად ასეთი კლიშე არსებობს: კრიმინალის, ძლიერი მფარველების და სისხლიანი დაპირისპირებების გარეშე დიდი ფულის შოვნა შეუძლებელი იყო...

– მე მაქვს ჩემი პირადი ისტორია, როგორ ვქმნიდი ბიზნესს. ალბათ, გახსოვთ ე.წ. семибанкирщина - რუსეთის მსხვილი ბიზნესის არაოფიციალური ერთობა, რომელშიც ჩემი დაფუძნებული ბანკი Российский Кредит-იც ითვლებოდა. სულ მქონდა ოცნებად, წლების მერე დავმსხდარიყავით იმდროინდელი მსხვილი ბიზნესმენები და გაგვეხსენებინა, ვინ რას აკეთებდა. მათგან ყველასთან ვმეგობრდი და კონფლიქტში არავისთან შევსულვარ, როცა დანარჩენები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ და თან ძალიან დაუნდობლადაც.

ასე რომ, ჩემი პასუხი ჩემს კონკრეტულ ქმედებებში დევს. სამ პატარა ისტორიას გეტყვით: როცა საინვესტიციო აუქციონზე მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის 20% შევიძინე და ცოტა ხანში საინვესტიციო პროგრამის გათვლებში შეცდომები აღმოვაჩინე, პროგრამა თვითნებურად არ შევცვალე და ეს პაკეტი სახელმწიფოს დავუბრუნე. გარწმუნებთ, ეს მაგალითი უპრეცედენტოა რუსეთის პრივატიზაციის ისტორიაში.

როცა 1998 წლის დეფოლტი გამოცხადდა, Российский Кредит-ს არც ერთ ვალდებულებაზე უარი არ უთქვამს (რაც ყველა სხვა ბანკმა გააკეთა) და ყველა ბოლომდე გავისტუმრეთ. დაბოლოს, უმსხვილესი ტიუმენის სანავთობო კომპანიის ყიდვის ისტორიას გავიხსენებ, სადაც პარტნიორებად მე და ვიქტორ ვექსელბერგი (ამჟამად Forbes-ის სიის #64, ქონება - $ 12,4 მილიარდი) გამოვდიოდოთ. მაგრამ როგორც კი ამ პრივატიზების კანონიერება დააყენეს ეჭვქვეშ, მაშინვე გამოვეთიშე პროცესს. რატომ, არ შემეძლო თვალი დამეხუჭა? ვექსელბერგი დღესაც ამ აქტივის მეპატრონეა და მეც ვიქნებოდი, მაგრამ ჩემს პრინციპს ეწინააღმდეგებოდა ამ აუქციონში მონაწილეობა: თუ პროცესის კანონიერება იოტისოდენა ეჭვს მაინც იწვევს, იქ არაფერი მესაქმება.

– მოკლედ, უნდა დავიჯეროთ, რომ მთელი თქვენი ქონება ყველაზე არეულ დროსსტერილური, კანონიერი სქემებითა რის დაგროვილი?

– გარწმუნებთ, უკანონოს ვერავინ ვერაფერსგამიხსენებს. აქამდეც ბევრჯერეცადნენ, მაგრამ უკანონო ვერასოდეს ვერაფერი ნახეს. არათუ კანონი არ დამირღვევია, იმასაც ვერავინ გაიხსნებს, რომ ვინმეს სიტყვა გავუტეხე. ბიზნესში არაფერი იმალება: ვინ ვისთან იყო, ვინ „შავებთან“ მეგობრობდა, ვის ვინ „კრიშავდა“ - ყველაფერი იშიფრება. აბა, ვინმემ დაასახელოს ჩემი ასეთი საეჭვო კავშირები. ვერ დაასახელებენ- არ არსებობს და იმიტომ.

არ ვარ განსაკუთრებული, მაგრამ მეყო ნიჭი და გონიერება, რომ არასოდეს საფრთხტის ქვეშ არ დამეყენებინა ჩემი სიცოცხლე და კრიმინალებთან არ მემუშავა. ბევრი შეეწირა ამას. ბევრიცციხესი აღმოჩნდა.  მე ეს ავიცილე.

დიდ ფულთან დამოკიდებულებაც სპეციფიკური მაქვს. შეიძლება, ხშირად „ირთვებოდეს“ სპოტრული ჟინი, რომ მეტი იშოვო, მაგრამ კანონის დარღვევის საფასურად ან ლობირებით არ ამიღია არაფერი.

– საეჭვო მაგალითად რუსეთის ძვირფასი ლითონების სახელმწიფო კომპანიასთან (РосДрагМет)თქვენს კავშირს ასახელებენ...

– ამ კომპანიასთან მხოლოდ წმინდა საქმიანი შეხება მქონდა. ოქროს ბიზნესში უშუალოდ ვმონაწილეობდი. მქონდა ოქროს კარიერები ნაყიდი, აფინაჟის ქარხანა ავაშენე მაგადანში და საკმაო წარმატებითაც ვამუშავებდი. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ოქრო ძალიან რთული ბიზნესია. მე ვიყავი ამ ბიზნესში და, გამოგიტყდებით, წაგებით წამოვედი იქიდან.

ამ სექტორში ჩვეულებრივიინვესტიცია მქონდა დაბანდებული და დროთა განმავლობაში ამ ბიზნესიდან გამოვედი, რადგან საკმაოდ კრიმინალიზებული და უპროგნოზო იყო. მას მერე, რაც ამ ბიზნესს გამოვეთიშე, ცხრაჯერ შემამოწმეს. როგორ გგონიათ, რამე დარღევა რომ მქონოდა, ეს დაიმალებოდა?

დაუსაბუთებელი ბრალდებები არ მიკვირს. ერთ ხანს იმ თეორიასაც ავითარებდნენ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტ ოთარ კვანტრიშვილს ჰქონია დამსახურება ჩემს წარმატებებში.

– ტყუილია?

– არც კი ვიცნობდი ამ ადამიანს. ისე მოკვდა, ხელიც არ მქონდა ჩამორთმეული, ნანახიც არ მყავდა. ესეც არ იყოს, მტკიცებას, რომ ჩემს წარმატებაში წვლილი მას მიუძღოდა, ერთი მაგალითი მაინც ხომ უნდა ადასტურებდეს? არ არსებობს ასეთი მაგალითი.

– კვანტრიშვილისგან განსხვავებით, ცნობილია თქვენი ურთიერთობის ისტორია ვლადიმირ რუშაილოსთან, რომელიც რუსეთში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას კურირებდა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

– ჩემთვის საამაყოა, რომ არათუ არ ვიყავი არასოდეს კრიმინალთან, არც ვუხდიდი მას.სირცხვილად მიმაჩნდა, რომ საქმეს მე ვაკეთებ და ფული თურმე სხვას უნდა ვუხადო, კაცმა არ იცის, რაში.

რაღაც ეტაპამდე სხვა და სხვა გზებით ვახერხებდი კრიმინალური სამყაროს გაცურებას. რუშაილოსთან პირველად მაშინ მივედი, როცა საქართველოში ჩემი ძმა მოიტაცეს. გამოსასყიდზე მიდიოდა ლაპარაკი და მაშინ მითხრეს, რომ რუშაილო დამეხმარებოდა,თუმცა დიდად ვერაფერში დამეხმარა.

როცა ბიზნესებზე კრიმინალის დაწოლა გაძლიერდა, მე ვიყავი შეხვედრის ინიციატორი, მივედი მასთან და შევთავაზე, რომ გადავუხდიდით ფულს და ჩვენი ბიზნესი დაეცვათ. თავიდან ხელები გაასავსავა, ეს ქრთამიაო და უარს აცხადებდა, მაგრამდავამშვიდე, რომ არაფერი მსგავსი არ იქნებოდა, ყველაფერი ოფიციალურად გაკეთდებოდა.

ორი შეხვედრის მერე დავარწმუნე ჩემი აზრის ლოგიკურობაში, გავაკეთეთ პროექტი და შევედი შინაგან საქმეთა მინისტრ ვიქტორ ერინთან, რომელმაც მოაწერა ხელი და შეიქმნა მსხვილი ბიზნესის დაცვის სპეციალური განყოფილება.

ერთი კვირის შემდეგ ყველა მსხვილი ბიზნესმენი მლოცავდა, იმდენად შვება იყო მათთვის ამ სამსახურის შექმნა. ვფიქრობ, კარგა ნაბიჯი იყო, რაც გავაკეთე. მართალია, ბანკის დაცვის სამსახურში ათასზე მეტი თანამშრომელი მყავდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი: თუ ვინმე კრიმინალური ავტორიტეტი მიადგებოდა, დაცვა იყო უსუსური. ოფიციალური სახელმწიფო ორგანო ასეთ ვითარებაში გაცილებით უნარიანი იყო.

– სულ ხაზს უსვამთ, რომ პრივატიზების პროცესში არ ინტერესდებოდით ისეთი ქონებით, რომლის დასაუფლებლადაც კონფლიქტები იყო მოსალოდნელი. აბა, რა გზითდააგროვეთასეთი მიმზიდველი აქტივები?

– თუ ვინმეს ჰქონდა ნებისმიერი აქტივის შეძენისსაშუალება, ერთ-ერთი უპირველესი ვიყავი, რამდენადაც ავაგე უნივერსალური დიდიბანკი და მქონდა საშუალო და წვრილიკლინტებისფულზე დაფუძნებული პასივები, რაც უფრო სანდო და საიმედო რესურსია. თან, მუდმივად ბიზნესის რეკაპიტალიზაციასაც ვახდენდი და ესეც ჩემი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. სხვები ძირითადად ფულს გარეთ ექაჩებონდნენ და რესურსებს კარგავდნენ.

მოკლედ,ისეთი ფული მქონდა, ნებისმიერ აუქციონში შემეძლო მონაწილეობის მიღება. მაგრამ ნავთობისა და ალუმინის აქტივებზე ნადირობაძალიან საშიში იყო და არც გავკარებივარ იმის მიუხედავად, რომ უამრავი საშუალება მქონდა. იქ თითის შეყოფა არ შეიძლებოდა, რადგან მთლიანად კრიმინალიზებული იყო და სამი თავი უნდა გქონოდა, რამე რომ გეცადა.

მაგრამ იყო სხვა აქტივები, რომებიც არანაკლებ ფასეული იყო, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას.

– მაგალითად?

– კრასნოაირსკის ალუმინის ქარხნის (КРАЗ) ისტორიას მოგიყვებით. ამ ქარხნის გარშემო გაუთავებელი ომი მიდიოდა და უამრავი ხალხი დაიხოცა კიდეც, შეიძლება ყველაზე მეტიც კი ერთი საწარმოს შემთხევაში.

КРАЗ-ის გვერდით კი (ერთი ღობე ჰყოფდა) არსებობდა კრასნოიარსკის მეტალურგიული ქარხანა (КРАМЗ). ორივე იმ ანგარიშით იყო აშენებული, რომ ერთიანი საწარმოო ჯაჭვი შეექმნათ - ალუმინის ქარხანაში წარმოებული ნედლეული მეტალურგიულ ქარხანაში საბოლოო პროდუქტებად უნდა ქცეულიყო და ასე გაყიდულიყო. თუმცა, როცა მე კრასნოიარსკში ჩავედი, КРАЗ-ის მეპატრონებს КРАМЗ-ის საქმიანობა საერთოდ არ აინტერესებდათ - მთელ ნედლეულს პირდაპირ ყიდდნენ საზღვარგარეთ ვალუტაზე. შედეგად, მეტალურგიული ქარხანა რამდენიმე წელი გაჩერებული იყო.

სწორედ მისი აქციების შესყიდვა დავიწყე - ვაფასებდი ძირითად ფონდებს, რომლის ღირებულებაც 2-3-ჯერ აჭარბებდა КРАЗ-ისას, რომლის გარშემოც ომები არ წყდებოდა. ასე, კაპიკებში - 15 თუ 20 მილიონ დოლარად ვიყიდე КРАМЗ-ის აქციათა 20-30%.

მოგვიანებით, როცა КРАЗ-ის აქციათა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი 20% უნდა გაყიდულიყო, ინტერესები და ლობისტური ომები იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდხანს ვერ იპოვეს მექანიზმი, როგორ გაეყიდათ. ბოლოს, КРАЗ-ის და КРАМЗ-ის ქონება გააერთიანეს, მსხვილი საინვესტიციო პაკეტი გააკეთეს და ისე გაიტანეს გასაყიდად. ანუ იმ საწარმოს, რომლის აქციებსაც მე გამალებით ვყიდულობდი და უკვე 30% ვფლობდი, უეცრად დიდი ფასი დაედო. დავიწყეამ აქციების შესყიდვის ახალი ფორსირება და დღეში ზოგჯერ ორმაგდებოდა და სამმაგდებოდა მათი ღირებულება.მერე დაიწყო მუქარა (სან-ტროპეშიც კი მომაგნეს ტელეფონით), თუმცა, არ შევშინდი, ფასი არ დავაგდე, კარგად გავყიდე და ისე წამოვედი. მოკლედ,პრაქტიკულადშემთხვევით მოვხვდი იქ და კარგი მოგება ვნახე.

– დაშინება როგორ ხდებოდა?

– ჯერ კიდევ საფრანგეთში ვიყავი, როცა ჩემი წარმომადგენელი დამიკავშირდა და ასეთი ისტორია მიამბო: ჩემი კომპანიის მენეჯერებივითომ ჩემი დავალებით, მოტყუებით ჩასვეს მანქანაში და მოგვიანებით სასაფლაოზე აიყვანეს. აჩვენეს მათი საფლავები, ვინც ალუმინის ქარხნისთვის ბრძოლაში დაიღუპა, შესთავაზეს, აერჩიათ, სურდათ თუ არა იგივე ბედის გაზიარება და  სასაფლაოზე დატოვეს.

– „ჩვენ ვაკეთებდით იმას, რასაც სხვები არ აკეთებდნენ“, - ასე დაახასიათეთ ბანკ Российский Кредит-ის საქმიანობა. რას აკეთებდით ამდენად განსხვავებულს?

– Сбербанк-ის შემდეგ, პრაქტიკულად, პირველი ბანკიგავხდით იმ რეკაპიტალიზაციისა და საქმიანობის შემდეგ, რაც გავწიეთ. როგორც მომსახურებისუნივერსალურობის, ასევე ფილიალების რაოდენობითაც ვიყავით მეორე. არადა, ბანკის პირველი ფილიალი საბავშვო ბაღის შენობაში გვქონდა. ვფიქრობ, სწორედ ის მოდელი იყო საინტერესო, რამაც საბოლოოდ წარმატებული შედეგისთვის მიგვაღწევინა.

წარმოიდგინეთ ვითარება, როცა ძალიან რთული იყო შენობის ნახვა ფილიალის მოსაწყობად, იმდენი ფული კი არ იყო, რომ ჩვენ თვითონ აგვეშენებინა.

ამავე დროს, ეს ის პერიოდია, როცა ეკონომიურადსაშინელ დღეში იყო მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტები(ხელფასებსაც კი ვერ იხდიდნენ), საწარმოების დირექტორები კიდაძაბულები იყვნენ, რადგან პრივატიზაცია მიმდინარეობდა და არ იცოდნენ, რა ელოდათ უახლოეს მომავალში.ბანკში კი კლიენტურაჭირდა.

ეს სამივე ფაქტორი ერთდროულად არსებობდა და ის სქემა, რომელიც მოვიფიქრე(ერთი ღამე გავათენე მასზე ფიქრში), სამივეს გამოყენებას ითვალისწინებდა: მაშინ, როცა დიდ ქარხნებს ახალ ბანკში მოსვლა არ უნდოდათ, პრობლემა იყო ბანკის გაფართოება და პროფესიონალი კადრების შოვნაც, სასწრაფოდ გავხსენი კოლეჯი და საბანკო საქმის სწავლება დავიწყეთ (მე თვითონაც ვკითხულობდი ლექციებს საწყის ეტაპზე) და დავგეგმეთ ბანკის სწრაფი ექსპანსია. დავიწყე კლიენტის მოზიდვა და ფილიალების გახსნა. მე თვითონ დავდიოდი და სხვა და სხვა საწარმოს თუ ინსტიტუტის (მათ შორის, მეცნიერებათა აკადემიის სისტემის) 100-ზე მეტ დირექტორის შევხვდი.

შედეგად, მოვახერხე რამდენიმე კურდღლის ერთდროულად დაჭერა. იგივე აკადემიკოსები და დირექტორები ჯერ ლექციების საკითხავად „გადმოვქაჩეთ“ჩვენს კოლეჯში. პარალელურად, მათი ინსტიტუტებისა და საწარმოების შენობებშიფართს ვქირაობდი, იქ ვაწყობდი ფილიალს და მათვე ვნიშნავდი ფილიალის დირექტორად.ამ მოდელზე უმრავლესობა დავითანხმე.

იგივე დირექტორები (ვისაც არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა)დადიოდნენ ჩემს კოლეჯში და წრაფად გადიოდნენ საბანკო საქმეში გადამზადებას. ეს ყველაზე კარგი კონტინგენტი იყო, თითქმის მზა კადრი- ადმინისტრატორის გამოცდილებით პლუს ცოტა ხანში საბანკო საქმის ცოდნით(მარტი ექვსი საკავშირო აკადემიკოსი იყო ჩემი ბანკის სხვადასხვა ფილიალის დირექტორი).

სწორედ ეს იყო, რაც გაკეთდა ჩემს ბანკში და არ გაკეთებულა სხვაგან. ეს იყო სწორიგზა, რაც მ,ალე დასასტურდა:  ის ქარხნები თუ ინსტიტუტებითავიანთსავე შენობებშიგანთავსებულ ფილალებში ხსნიდნენ ანგარიშებს და თანხებსაც იზიდავდნენ, კოლეჯი კადრების სამჭედლო იყო, კორპორატიული სულიც ჩამოყალიბდა და პროფესიონალების დენადობაც დაიწყო.

შედეგად, მე მივიღე კლიენტიც, კოლეჯიც, მენეჯერებიც, ფილიალების ქსელიც და ეს მოდელი ნელ-ნელა განვავითარე მთელს რუსეთში, ყველგან სადაც Российский Кредит-ის ფილიალები იხსნებოდა.

ეს პროცესი სწრაფად და წარმატებით წარიმართა, ბანკის ექსპანსია უზრუნვეყოფილი იყო, ამასობაში პრივატიზაციაც ხურდებოდა და საინტერესო ობიექტები გამოვიდა გასაყიდად. ბანკიმყარი ექსპანსიური პოზიციით შეხვდა ამ დროს. კარგად განვვითარდით, საშუალო და წვრილი კლიენტურის ფული იყო ძალიან ბევრი (რაც ყველაზე „კარგი“, გრძელვადიანი ფულია),„პასივის“ დიდ ნაწილს ვააქტიურებდით თვითონ.

ამ წყაროებით მობილიზებულ სახსრებით შევიძი