სამართალი
რასობრივი, სექსუალური თუ პოლიტიკური შეხედულებების მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

zakon2თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. რასობრივი, სექსუალური თუ პოლიტიკური შეხედულებების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა. პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ანდგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყველა სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალი კანონპროექტის განხილვის პროცესში გაიზარდა. პროექტის პირვანდელი ვარიანტით, დამამძიმებელ გარემოებებში შედიოდა მხოლოდ დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით.

არასამთავრობო სექტორის შენიშვნების გათვალისწინებით კი, პარლამენტმა ჩამონათვლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისა და მათი გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.