პოლიტიკა
თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იმ შეხვედრაზე მიწვევით, სადაც მასთან ერთად ფსევდოოპოზიციის წარმომადგენლებიც უნდა ყოფილიყვნენ, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილი დარჩა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ლიდერმა გერმანული „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„შპიგელის“ ჟურნალისტს აინტერესებდა, თუ რატომ არ მიიღო თბილისში მყოფი გიდო ვესტერველეს მიწვევა ივანიშვილმა.„გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილი დავრჩი. მან იმავე შეხვედრაზე მიმიწვია, სადაც იმ ფსევდოოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რომლებიც სააკაშვილს ჯიბეში ჰყავს. შესაძლოა, ის სწორად არ იყო ინფორმირებული. ვესტერველე ის იყო გაემგზავრა (ქვეყნიდან), როდესაც ასობით ჩემს მხარდამჭერს დაკითხვებს უწყობდნენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ინტერვიუს ქართულ თარგმანს „ფორეინპრესი“ აქვეყნებს.