საზოგადოება
თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. „ვითიბი ბანკი“ რუსთაველის თეატრს ორი წლის განმავლობაში უსპონსორებს. რუსთაველის თეატრსა და „ვითიბი ბანკს“ შორის უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში 14 პრემიერა და სხვა ღონისძიებები გაიმართება.
როგორც ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები აცხადებენ, ეს მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება და თეატრის განვითარებას შეუწყობს ხელს.