ტურიზმის კონკურენტუნარიანობის მიხედვით საქართველო 73-ე ადგილზეა
თბილისი, 27 მარტი,
საქინფორმი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ტურიზმის სფეროს უდავო ლიდერია ესტონეთი, რომელსაც ტურიზმის კონკურენტუნარიანობის მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილი უკავია. მან ისეთ ტრადიციულ ტურისტულ ქვეყნებს გაუსწრო, როგორიცაა, მაგალითად, ისრაელი. რეიტინგის ლიდერები არიან შვეიცარია, გერმანია და საფრანგეთი. საქართველო 130 ქვეყანას შორის 73-ე ადგილზე მოხვდა და ამ პოზიციით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. მას ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი უსწრებენ. საქართველოს მოსდევს აზერბაიჯანი (83), უკრაინა (85), სომხეთი (90) და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის კონკურენტუნარიანობა 14 კრიტერიუმით ფასდება - ეს არის ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური სტაბილურობა, უფლებათა დაცვის მდგომარეობა, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და სხვა. ამგვარი კრიტერიუმების გამო ზოგიერთი ტრადიციულად წამყვანი ტურისტული ქვეყნის შეფასებები ზოგჯერ სუსტი ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებს ჩამორჩება, მაგალითად, ყაზახეთი უსწრებს ფილიპინებს.
www.bizzone.info-ს მასალების მიხედვით