სამართალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია”

vibori-osetiaთბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. ”საქართველოს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები არალეგიტიმურად მიაჩნია”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, არჩევნების შეფასებისას საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანნი არიან. ”ეს არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგიტიმურია”, - აღნიშნა კალანდაძემ და დაამატა, რომ თბილისის შეფასება უარყოფითი იქნება მანამდე, სანამ არჩევნებში ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირიც არ მიიღებს მონაწილეობას.