პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი
Jenevskieთბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. 28-29 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარმოადგენს. ქართული მხარე მოლაპარაკებებზე ისეთ ტრადიციულ საკითხებს დააყენებს, როგორიცაა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა, ადამიანის უფლებათა დარღვევები, მათ შორის, უკანონო დაკავებები, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული ძეგლების მდგომარეობის საკითხი.