პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

peregovori-ECთბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. 27-28 მარტს თბილისში საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონებს. „ეს არის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ერთ-ერთი ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო საკითხი და ჩვენ მივესალმებით ამ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.