სამართალი
თბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ადვოკატი მანანა კობახიძე დღეს ბრიფინგს მართავს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის 21 მარტს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საღამოს 9 საათისთვის საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როცა უცხო პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბოროტმოქმედებმა ავტომანქანა მთლიანად დაცხრილეს.