აქტუალური
მათივე თქმით, მხოლოდ მცხეთის რაიონში პარტიას უკვე 900-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 90 000 ამომრჩეველია, მათ შორის, 6 000 დევნილია.
პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად განუმარტა პარტიის შექმნის ძირითადი მოტივაცია და სტრატეგიული მიმართულებები. აღინიშნა, რომ პარტიის უმთავრეს პრიორიტეტებს ამომრჩეველთან მიმართებაში დასაქმება, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს.
„ქართველი გლეხის გაძლიერება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ ტურიზმით ქვეყანას ვერ გადავარჩენთ და ეს უკვე პრაქტიკამაც აჩვენა“, – განაცხადა ნანა გულუამ.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაც ესწრებოდა, რომლებმაც დევნილების პრობლემების შესახებ ისაუბრეს.