სამართალი
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი პარლამენტის წევრი რატი მაისურაძეა. მისი განცხადებით, გარკვეულწილად, უნდა შეიზღუდოს მედიასაშუალებებით ბრალდებულის ფოტო და ვიდეოგამოსახულების იმგვარად ჩვენება, რომ პიროვნების იდენტიფიკაცია არ იყოს შესაძლებელი. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ გამონაკლისები არ გამოირიცხება. როგორც თავად აღნიშნა, „შესაძლებელია, სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში პირი უდანაშაულოდ ცნოს და ამ შემთხვევაში უკვე უსაფუძვლოდ შეურაცხყოფილი და შელახული რჩება ბრალდებულის სტატუსით წარდგენილი პიროვნების პატივი და ღირსება, რაც, თავისთავად, ადამიანის უფლებების დარღვევაა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.
რატი მაისურაძე კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში უახლოეს დღეებში გეგმავს.