საზოგადოება
თბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. როგორც „NDI“-ის დირექტორმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიებს რეიტინგებს ერთ კვირაში გააცნობს.
მისივე თქმით, შემდეგ კვლევაში კითხვები კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონზეც დაისმება. შეგახსენებთ, რომ „NDI“-მ გუშინ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. იგი 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს სახით მთელი საქართველოს მასშტაბით 3161 რესპონდენტი გამოიკითხა.