პროპაგანდის რეალური ინფორმაციისგან გარჩევისა და პროფესიული მედიის განვითარებისათვის
თბილისი, 23 მარტი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე ატყობინებს, ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფმა ქვეყანაში საინფორმაციო პროცესებთან დაკავშირებით შეიმუშავა იდეა, რომლის მიზანია, ერთ კონკრეტულ სივრცეში თავი მოუყაროს მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს და საზოგადოებას საშუალება მისცეს, თავად გაარჩიოს პროპაგანდა ინფორმაციისგან. „იდეა ექსპერიმენტულია ჩვენი ჯგუფისთვის, მას არ აქვს არავითარი დაფინანსება და სრულად საინიციატივო ჯგუფისა და ორგანიზაციის ენთუზიაზმზე კეთდება“, – აღნიშნავს ნუგზარ კოხრეიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“ 2005 წლიდან მოქმედებს ქალაქ ქუთაისში.
ორგანიზაციის „EnterActTV“ (http://enteractv.wordpress.com/) ინტერაქტიური მედიასაშუალებაა, სადაც საზოგადოება მაქსიმალურად მოახერხებს ჩართულობასა და აქტიურობას და ორიენტირებული იქნება ადამიანების ინდივიდუალური პრობლემებისა და სურვილების გამოვლენა-გაშუქებაზე, რათა ისინი გარკვეულწილად გახდნენ მოქალაქე ჟურნალისტები.
„შევუწყოთ ხელი, რომ საზოგადოებამ თავად გაარჩიოს პროპაგანდა რეალური ინფორმაციისგან და ამ გზით განვითარდეს პროფესიული მედია“, – აღნიშნავს ნუგზარ კოხრეიძე.