საზოგადოება
NDI: „გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება“
napravlenie-razvitiaთბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 55 პროცენტის აზრით, ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება, 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 14 პროცენტის აზრით, ძირითადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 4 პროცენტს მიაჩნია, რომ ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.