სამართალი
რუსული სატვირთო გემის კაპიტანს ჯარიმა დაეკისრა

pravo-3თბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, დაკავებული რუსული სატვირთო გემის კაპიტანს  ნაოსნობის წესების დარღვევის გამო 50 000 ლარის  ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „PUR-NAVOLOK“, რომლის მფლობელიცაა რუსული სატრანსპორტო, ლოგისტიკური და გემების მართვის კომპანია „Belfreight“,  საქართველოს სანაპირო დაცვამ 19 მარტს სარფის საზღვაო რაიონში დააკავა. ქვანახშირით დატვირთული სატვირთო გემი ქერჩიდან ხოფაში მიემგზავრებოდა.