პოლიტიკა
NDI: „გამოკითხულთა 88% უკმაყოფილოა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებით“

bolSinstvo-nedavolnoთბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 88 პროცენტი უკმაყოფილოა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებით, 6 პროცენტი კმაყოფილია, 6 პროცენტს კი არ გააჩნია კონკრეტული აზრი ამ საკითხზე.

გამოკითხულთა 49 პროცენტისთვის რუსეთი წარმოადგენს საქართველოსათვის რეალურ საშიშროებას, 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს, 12 პროცენტს კი არ აქვს ამ საკითხზე კონკრეტული აზრი.