პოლიტიკა
„NDI“-ს გამოკითხვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

NDI-o-viboraxთბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. „კითხვაზე – ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 64 %-მა დადებითად უპასუხა“, – ასეთი შედეგი აჩვენა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს გამოკითხულთა 36 %.

„NDI“-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს განცხადებით, 2011 წლის კვლევებთან შედარებით, ამ მონაცემებით დაფიქსირდა 13 %-იანი ზრდა.

კვლევა სახელწოდებით  „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 3161 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე. შვედეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „NDI“-ს კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.