საზოგადოება
ირაკლი პეტრიაშვილი: „პროფკავშირები სუფთა ხელებით კეთდება“

fosta-pasuxiთბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, პარტია „თავისუფალი საქართველო“ აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ, ნაცვლად საკუთარი წევრების უფლებების დაცვისა, ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების ხელმძღვანელის სტატუსს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ვაჭრობისა და პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ითვალისწინებს რა  საზოგადოების ინტერესებს, „თავისუფალი საქართველოს“ წევრების განცხადებას გამოეხმაურა.

„პროფკავშირის შექმნა ადვილი არ არის, მას სუფთა ხელები სჭირდება. ვინც სუფთა ხელებით აპირებს, შეეჭიდოს ამ საქმეს, მოვიდეს და კონსულტაციებსაც ჩავუტარებ, მაგრამ პროფკავშირის მიბმა ვერ მოხდება რეანიმირებულ, ჭუჭყიან ადამიანებთან, ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც, ზოგიერთების მსგავსად, ფიქრობენ, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. ეს წინასაარჩევნო ფანდია და გამოიყენება იმისთვის, რომ დამფინანსებლებს რაღაც ილუზიები შეუქმნან. ასე ხდებოდა სხვა არჩევნების წინაც, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ხელებით შექმნილი პროფკავშირია“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.