პოლიტიკა
თბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. სამეგრელოს შემდეგ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება შესაძლოა, თბილისშიც შეიქმნას. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალასანიას განცხადებით, არის „საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი დაჯგუფება თბილისშიც იქმნება და როდესაც ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ და ზუსტი ცნობები გვექნება, საზოგადოებას ამის შესახებაც ვაცნობებთ“. ალასანიას ინფორმაციით, სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკვე ჩამოყალიბდა.