რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ჩემმა მილოცვამ პუტინისადმი „WikiLeaks“-ზე სკანდალური გამოაშკარავება გამოიწვია!“

arnძვირფასო მკითხველებო! როგორც იცით, ვ. ვ. პუტინისადმი ჩემი მილოცვის შემდეგ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მიმართ. გათვლა შემდეგი იყო:

პირველი – სააგენტოს მთავარი რედაქტორის პროვოცირებით უკანონო ქმედებებზე, რაც ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს გამოიწვევდა, საქართველოში ობიექტური ინფორმაციის მცირე წყაროთაგან ერთ-ერთის მუშაობისა და პუბლიცისტ არნო ხიდირბეგიშვილის ჟურნალისტური საქმიანობის პარალიზება;

მეორე – ჟურნალისტზე – საინფორმაციო სააგენტოს მთავარ რედაქტორზე, თანაც დღისით-მზისით, მის ოფისში (!) უპრეცედენტო თავდასხმით სააკაშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია დასავლეთისა და აშშ-ის თვალში, რომლებიც გამუდმებით აღნიშნავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პირველხარისხოვან მნიშვნელობას ნატოს ჩიკაგოს სამიტისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.

ახლა კი ყურადღება: ჟურნალისტური გამოძიების შედეგებმა უჩვენა, რომ მთელი ეს პროვოკაცია ორგანიზებული იყო თბილისში მოქმედი რუსი ჟურნალისტებისა და ბლოგერების ჯგუფის მიერ, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ქართველ საზოგადოებასთან, თუმცა კავშირი აქვს რუსეთის უმსხვილეს საინფორმაციო სააგენტოებთან! მაშ ასე:

– ეს რომ ორგანიზებული ჯგუფია და არა საქართველოს ცალკეული „მრავალრიცხოვანი აღშფოთებული პატრიოტი“, მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყველა ბინძური, მუქარის შემცველი კომენტარი ინტერნეტში ერთდროულად შეწყდა 12 მარტის დილას, როცა აშშ-ის საელჩოს კანცელარიას ჩაბარდა „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, ბატონი ჯონ ბასისადმი;

– საქართველოში სხვაგვარად მოაზროვნეთა ფიზიკური განადგურებისა და  მაკარტიზმის აღორძინების გეგმების დამსახველი ამ ჯგუფის მცირერიცხოვნებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დამირეკა მხოლოდ ერთმა, ხოლო SMS გამომიგზავნეს სულ ხუთი მობილური ტელეფონის ნომრიდან; კომენტარები საიტზე www.saqinform.ge და სოციალურ ქსელებში ეკუთვნის თხუთმეტიოდე ავტორს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულს რამდენიმე მობილური ნომერი, მრავალი ინტერნეტმისამართი და ყალბი ნიკი აქვს სოცქსელებში, ისინი გაცილებით ცოტანი არიან;

– მათ შორის არ არის არცერთი ძირძველი თბილისელი ან, უბრალოდ, ქართველ საზოგადოებაში  ცნობილი და პატივცემული კაცი; ბევრი მათგანი რუსეთიდან და აფხაზეთიდან ჩამოვიდა და თბილისში არცთუ დიდი ხანია, ცხოვრობს:

– ისინი არ ფლობენ ქართულ ენას, ამიტომ მთელი მათი ბილწსიტყვაობა სოცქსელებში უხეირო რუსულით, უცენზურო ლანძღვა-გინებითა და ბინძური უხამსობით არის გაჯერებული;

– მათი უმრავლესობა უმცირესობას მიეკუთვნება: ერთნი – რელიგიურს, სხვანი – სექსუალურს, რასაც ისინი არც მალავენ და რაც სხვა, ჩვენ მიერ ჯერჯერობით გაუხმაურებელი ფაქტებით, საფუძველს გვაძლევს, მივათვალოთ ისინი სექსოტებს (რუსეთის იმპერიაში შემოკლებით ასე ეძახდნენ „ოხრანკის“ საიდუმლო თანამშრომლებს. სინონიმები: მაბეზღარა, ინფორმატორი, დამსმენი, „სტუკაჩი“, „ნასედკა“, აგენტი, ანუ ადამიანი, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან). დიახ, ზოგიერთნი ამ ბეჩავთაგან – უნებლიე სექსოტები არიან: როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, სექსოტების შვილები მათი ოჯახური საიდუმლოს გახმაურების შიშით, იძულებულნი არიან, მამების ტრადიციას მიჰყვნენ და წერა გააგრძელონ! მაგრამ ჩვენ თავს უფლებას არ მივცემთ, მათი სახელები აქ ვახსენოთ, რადგანაც ჭეშმარიტი ქართველისთვის ვისიმე მშობლის ლანძღვა ყოვლად მიუღებელია, რაც არ უნდა დაეწერათ მათ – „კა-გე-ბე“-ში „დანოსი“, გაზეთში წერილი თუ ლენინზე ლექსები...

– 2000-2012 წლებში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორ პანფილოვისა და მისი კოლეგების გარდა, დღეს რუსულენოვან ტელეარხ „პირველ საინფორმაციო კავკასიურზე“ (ПИК) რომ მსახურობენ, დივერსიულ ინტერნეტჯგუფში შედიან ბლოგერებიც – რუსეთის საინფორმაციო სააგენტოთა ყოფილი თანამშრომლები, მაგალითად – საინფორმაციო სააგენტო „REGNUM“-ის, რომლის შემქმნელიცა და მთავარი რედაქტორიც რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ექს-ხელმძღვანელი მოდესტ ალექსის ძე კოლეროვია; ასევე, რუსეთის მთავარი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА „Новости“-ს პროექტის, ინტერნეტგამოცემა „Новости-Грузия“ -ს (www.newsgeorgia.ru) უბეში მოკალათებულები.

დიახ, დიახ, ძვირფასო მკითხველებო: პატივცემული РИА „Новости“-ს პირმშომ „Новости-Грузия“-მ, ხელგაშლილად რომ ფინანსდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან (რომლის ერთი თვის ბიუჯეტზეც „საქინფორმი“ მთელ წელიწადს იარსებებდა!), დღეს თავი საბოლოოდ გამოიაშკარავა, თუმცა უკვე დიდი ხანია, ამ ინტერნეტგამოცემის საინფორმაციო პოლიტიკა, აშკარა ანტირუსული სურნელით, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს; როგორც ის ფაქტი, რომ მისი საინფორმაციო პარტნიორი ზემოხსენებული „ПИК“-ია; როგორც ის, რომ სოლიდარობის სიტყვების ნაცვლად, „კოლეგებისგან“ პროვოკაციული, სიცრუის მატირაჟირებელი პუბლიკაცია მივიღეთ; როგორც ის, რომ „Новости-Грузия“-ს ხელმძღვანელებს არ მოერიდათ, პირადად მიეღოთ მონაწილეობა „საქინფორმისა“ და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ წარმოებულ ზემოხსენებულ საცოდავ კამპანიაში თავის „ЖЖ“-სა (როგორც ისინი, გასაგები მიზეზებით, აღფრთოვანებით უწოდებენ „LiveJournal“-ს) და „Facebook-ში.

„აღსანიშნავია, რომ სააგენტო „საქინფორმის“ სახელით გაკეთებულმა მილოცვამ ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც 5 მარტს არნო ხიდირბეგიშვილმა ინტერნეტში გამოაქვეყნა, ქართველ საზოგადოებას შორის და ქართულ სოციალურ ქსელებში უდიდესი რეზონანსი და აღშფოთება გამოიწვია“ , – წერს „Новости-Грузия“ ტენდენციურსა და ელემენტარულად გაუმართავ პუბლიკაციაში „საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა აშშ-ის ელჩს ბლოგერების თავდასხმისგან დაცვა სთხოვა“, რომლის ავტორიც უტიფრად ცრუობს და ფაქტებს სათაურიდანვე ამახინჯებს! აღსანიშნავია, რომ ეს „ოპუსი“ 15 მარტს გამოჩნდა, ანუ მეოთხე დღეს, როცა ბლოგერების ჯგუფმა თავის „ЖЖ“-ში მოკეტა, აშშ-ის ელჩისადმი ჩემი ღია წერილისა და პუტინისადმი ჩემი მილოცვიდან 10 დღის შემდეგ.

არა, საქართველოში ცოტამ თუ იცის და კითხულობს „Новости-Грузия“-ს“, რომელიც უკვე დიდი ხანია – სამთავრობო ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ –რუსულენოვანი ინტერნეტვერსიაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ Новости-Грузия“ სიტყვასიტყვით იმეორებს იმ ორ ძირითად პრეტენზიას, რომლებიც ზემოხსენებულმა გამყიდველ პროვოკატორთა ჯგუფმა და ქართულ ენაზე რამდენიმე საცოდავი რეპლიკის ავტორმა წამომიყენეს (და არა „აღშფოთებულმა ქართველმა საზოგადოებამ“ რაღაც იდუმალ „ქართულ სოციალურ ქსელებში“!). მაშ ასე:

პრეტენზია №1: „ხიდირბეგიშვილმა გაბედა ოკუპანტი პუტინისთვის მთელი ქართველი ხალხის სახელით მილოცვა“, თუმცა მილოცვაში ნათქვამია (ციტატა): „ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სიხარულით შეუერთდებოდა ჩვენს მოლოცვას, ამისი შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, და რომ არა შიში, რომლითაც დღეს საქართველოში მთელი ატმოსფეროა მოწამლული“. სად წერია აქ „მთელი ქართველი ხალხის“ შესახებ, წერა-კითხვის უცოდინარო ბრმებო?! დიახ, მე დღესაც ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა სიხარულით შემოუერთდებოდა ჩემს მილოცვას, უფრო მეტიც – მე რომ დღეს ვწერდე ამ მილოცვას, ჩემი მისამართით ასობით სამადლობელი სატელეფონო ზარისა და წერილის შემდეგ, სიტყვის – „ვფიქრობ“ ნაცვლად, დავწერდი „დარწმუნებული ვარ“!

და მე რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის შემდეგ მიმელოცა, სრული უფლება მექნებოდა, დამეწერა „მთელი ქართველი ხალხი“, რადგან მისალოც დეპეშას ხელს აწერს არა უბრალოდ ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი, არამედ ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რომელიც ქართველი ერის სულიერი მამაა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი მრევლის აზრის გამომხატველი! ანუ ყველასი, მუსლიმანთა, კათოლიკეთა, სომეხთა, მოუნათლავთა და, ასევე, სექტანტთა და შეპყრობილთა გამოკლებით, ვისაც პირზე დუჟი მოადგა პუტინისადმი მილოცვის გამო და ვინც საბოლოოდ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება, როცა თავს ნება მისცა, პატრიარქის წინააღმდეგ გამოსულიყო!

(სად ხართ, ოპოზიციურო პარტიებო და მოძრაობებო, სახალხო დამცველო, ადამიანის უფლებათა დამცველო არასამთავრობო ორგანიზაციებო, ჟურნალისტთა ახალო გაერთიანებებო და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირო, ახალგაზრდა  და მოხუც იურისტთა ასოციაციებო, ცალკეულო უფლებათა დამცველებო, ცალკეულო კოლეგებო ჟურნალისტური გილდიიდან, მართლმადიდებელო ქრისტიანებო – სამწყსოვ?! ჯანდაბას ჩემი თავი, თქვენი იმედი არც არასდროს მქონია, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავთ, რა საძაგლობებს წერენ ინტერნეტში ჩვენს მამაპატრიარქზე და დედაეკლესიაზე?! თუმცა გასაკვირი არაფერია იმ არამზადებისგან, ვინც საკუთარი მშობლების საფლავებში აფურთხებს – იმ „დაწყევლილი კომუნისტებისა და საბჭოელების“, ვინც მათ ქვეყანა დაუტოვა, რომლის ბოლომდე დაშლა-გაყიდვა დღემდე ვერ შეძლეს!).

პრეტენზია №2: „ხიდირბეგიშვილმა გაბედა და ოკუპანტ პუტინს სიკეთისათვის მებრძოლი რაინდი უწოდა“, თუმცა მილოცვაში წერია (ციტატა): „ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმისკოლექტივი გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას, რომელსაც ხელი ვერ შეუშალა ვერანაირმაჭაობებმა“ („Болота“) დაწვიმებმა“ („Дожди“) და რომელშიც, სხვათაშორის, ეჭვი არავის ეპარებოდაარც თქვენს მრავალრიცხოვან მომხრეებს, არც მტრებს. იმიტომ, რომ ის, რაც მოხდააბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერია, ისევე, როგორც სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე...“. დიახ, მე დღესაც მიმაჩნია, რომ პუტინის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალი იყო, როგორც სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე! რა შუაშია აქ „სიკეთისათვის მებრძოლი რაინდი“, თქვე ბეჩავო სექსოტებო?! თუმცა ის, ვინც ქართველებს აფხაზებთან, ოსებსა და რუსებთან შეგვარიგებს, რის შემდეგაც ჩვენ ერთმანეთს უწინდებურად  სულში ჩავიძვრენთ ერთიანსა და აყვავებულ ქვეყანაში, ჩემთვის სიკეთისათვის მებრძოლი უდიდესი რაინდი იქნება!

P.Sყველა ლაჩარს, მატყუარასა და მოღალატეს ვურჩევ, 15 აპრილამდე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე, დაფიქრდეს თავის ჩადენილ ბოროტებაზე და მოინანიოს! რათა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მესამე დღეს, ქართული ტრადიციისამებრ, წინაპართა საფლავებზე მისვლის პირი ჰქონდეს და მოიხსენიოს ისინი, მათ შორის, საბჭოთა არმიის, „კა-გე-ბე“-ს, შსს-ის ჯარისკაცები, ოფიცრები და გენერლები, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელები და რიგითი კომუნისტები, დიდ სამამულო ომში დაღუპული 350 ათასი გმირი – იმ 700 ათასი საქართველოს მოქალაქიდან, ვინც თქვენი საზარელი ლოგიკით, „რუსი ოკუპანტისთვის“ იბრძოდა...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი