რელიგია
თბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქცია და შემოქმედებითი კოლექტივი გულითადად ულოცავს ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ყველა აზერბაიჯანელს ნოვრუზ ბაირამს.
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია. ნოვრუზ ბაირამი კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საერთო ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციულად, დღესასწაულის აღნიშვნა რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ამ მხრივ გამონაკლისი არც თბილისია.ამ დღეს იშლება სუფრა, მზადდება ტრადიციული კერძები და სრულდება ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც გაზაფხულმა, ანუ ახალმა წელმა, ოჯახი კეთილდღეობით, ხვავითა და ბარაქით უნდა აავსოს.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის დროს სუფრაზე მნიშვნელოვანი სამანია, ანუ ჯეჯილი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ეს დღესასწაული სათავეს იღებს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან, დაკავშირებულია ცეცხლთან, ზოროასტრიზმთან. ჩვენთან ეს კიდევ არის ისლამის წელთაღრიცხვის, მზის კალენდრის, შამსის მიხედვით – წლის პირველი დღე, ანუ ახალი წლის პირველი დღე.