სამართალი
თბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი საქინფორმს ატყობინებს, აფბა ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს თემაზე: „საქართველოს მთავრობა აშშ-სა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს“. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობა, ფაქტობრივად, არ არის დაინტერესებული ასეთი ხელშეკრულების დადებით.