პოლიტიკა
ჰილარი კლინტონის ვიზიტის თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა

hilari-klinton-12457თბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კლანდაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი აქვს და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როდის შედგება ვიზიტი.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გაცხადებულია, რომ ეს ვიზიტი უახლოეს პერიოდში შედგება. სასურველ თარიღზე შეთანხმება უნდა მოხდეს იმდენად, რამდენადაც სასურველია, ჩვენ სათანადო შეხვედრების უზრუნველყოფა შევძლოთ“, – განაცხადა კალანდაძემ.