აქტუალური
თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე სარფის საზღვაო რაიონში რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „PUR-NAVOLOK“ დააკავეს. გემის ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება, ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.