თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. ქალაქ ვლადიკავკაზის (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია, რფ) ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციამ საქინფორმს ქვემოთ მოყვანილი წერილი გადმოუგზავნა:
ქალაქ ვლადიკავკაზის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაცია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნ. რურუას
პატივცემულო ნიკოლოზ ვახტანგის ძევ!ქალაქ ვლადიკავკაზის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაცია რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს ბავშვთა ქორეოგრაფიული კოლექტივების მეორე საერთაშორისო ფესტივალს „კავკასიის საცეკვაო შოუ – მეგობრობის ცეკვა“. ფესტივალი 2012 წლის 1-5 მაისს ჩატარდება ქალაქ ვლადიკავკაზის და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას დაარსების დღის საზეიმოდ აღნიშვნის ფარგლებში.
II ფესტივალის მთავარი მიზანი, გარდა სურვილისა, მომავალი თაობა მრავალეროვანი რუსეთის სხვადასხვა ხალხის შემოქმედებას და კულტურას აზიაროს, მიმართულია საუკეთესო ნაციონალური საცეკვაო კოლექტივების, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენაზე.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ამიერკავკასიის ქვეყნების, მოლდოვას, უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების კოლექტივები. ფესტივალს პატრონაჟს გაუწევს და საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე იქნება მოსკოვის ცეკვის სახელმწიფო აკადემიური თეატრი „გჟელის“ მხატვრული ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმაისტერი, რუსეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვლადიმერ ზახაროვი.
კონკურსის პირობებით, მიმღები მხარე ფესტივალის მონაწილეთა ცხოვრების, კვების და კულტურული პროგრამის ხარჯებს ანაზღაურებს. გამომგზავნი მხარე თავის თავზე მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯებს იღებს.
ვიმედოვნებთ, რომ II ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ქორეოგრაფიული კოლექტივები ამიერკავკასიის ქვეყნებიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, იქნება არა მარტო კაშკაშა და დაუვიწყარი მოვლენა კულტურულ ცხოვრებაში, არამედ სერიოზული ნაბიჯი ერთიანი კულტურული სივრცის შექმნისა და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისაკენ.
ვიწვევთ თქვენი რესპუბლიკის შემოქმედებით კოლექტივებს II ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა 15.03.2012-მდე ტელეფონით 8-867-2/52-97-68, და დაასახელოთ საკონტაქტო პირი ქ. ვლადიკავკაზის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის კულტურის სამმართველოსთან ურთიერთობისთვის.
დანართი: 1. ანკეტა – განაცხადი მონაწილეობაზე ბავშვთა ქორეოგრაფიული კოლექტივების მეორე საერთაშორისო ფესტივალში „კავკასიის საცეკვაო შოუ – მეგობრობის ცეკვა“, 2 ფ. 1 ეგზ.
2. დებულება ბავშვთა ქორეოგრაფიული კოლექტივების მეორე საერთაშორისო ფესტივალის „კავკასიის საცეკვაო შოუ – მეგობრობის ცეკვა“ ჩატარების შესახებ, 3 ფ. 1 ეგზ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ს. ძანტიევი
P.S. ანკეტას და დებულებას გიგზავნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს e-mail-ზე.