სამართალი
თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. ვენეციის კომისიის 90-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და საარჩევნო კოდექსი განიხილეს.
კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე 10 თემაზე უნდა იმსჯელონ. საქართველოსთან დაკავშირებით კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წევრები ერთობლივ მოსაზრებებს ორ საკითხზე დააფიქსირებენ: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი. სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც. სასამართლოს ინფორმაციით, სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაესწრო.