საქართველოში შეგიძლია სააკაშვილის ოპოზიციაში იყო, მაგრამ აშშ-ის ოპოზიციაში ყოფნა არ შეიძლება. მსოფლიო გეოპოლიტიკური მიწისძვრა გრძელდება. მისი ეპიცენტრია დიდი ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც კავკასიაც განეკუთვნება. კავკასიის საკვანძო წერტილი კი საქართველოა. ვითარებას საქართველოს შიგნით და მის გარშემო, გეოპოლიტიკურ განლაგებას ცნობილ ქართველ ოპოზიციონერ ლევან პირველთან ერთად განვიხილავთ. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმისაგან პოლიტიკური თავშესაფარი ავსტრიაში მიიღო, დღეს ევროპაში აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ეწევა.
– რუსეთში ძალიან ბევრი ჟურნალისტი, უბრალოდ, მოხიბლულია ქართული რეფორმებით. იქმნება სასიამოვნო სურათი ქვეყნისა, სადაც კორუფცია დაამარცხეს, მცირე ბიზნესი ვითარდება, თავისუფლებები ყვავის...
– მოდი, უბრალოდ, ციფრებს შევხედოთ. საგარეო ვალი და ექსპორტი. თუ საგარეო ვალი ექსპორტის 100 პროცენტზე ნაკლებია, ეს სტაბილური ეკონომიკაა, ხოლო თუ 150 პროცენტზ