სამართალი
სათნოების სახლ „სავანეში“ 188 ბენეფიციარია, რომელთა ხელმძღვანელი მათ ყოველი პრეტენზიის გამოთქმისას უყვირის, რომ მათ ნაციონალური მთავრობა კვებავს და არავითარი უკმაყოფილება არ უნდა გამოთქვან.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილის მიერ პოლიტიკური ნიშნით ხმების მოსყიდვას და წინადადებით გამოდის, გაუქმდეს არსებული სასადილო, ხოლო სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხა ჩაერიცხოთ ამ სათნოების სახლის ბენეფიციარებს.