პოლიტიკა
ივანიშვილი ბურჯანაძეზე საბოლოოდ უარს ამბობს

ivanishviili-14524თბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანების პროცესი თითქმის დასრულდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაერთიანების შესახებ „სახალხო კრების“ წინადადების საპასუხოდ განუცხადა.

„ვფიქრობ, ნინო ბურჯანაძის გვარი ხელოვნურად ტრიალებს. მასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, ახალი არაფერი არ არის და, ალბათ, არც იქნება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.