საზოგადოება
თსუ-ში რუსულ ლიტერატურაზე შეზღუდვების დაწესებაზე კომენტარს არ აკეთებენ

fosta-sosთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. სოციალურ ქსელში სტუდენტური ბლოგის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომებში გამოყენებული რუსულენოვანი ლიტერატურა არ უნდა აღემატებოდეს გამოყენებული წყაროების ერთ მეხუთედს. ამის შესახებ ბრძანებულებას ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა მოაწერა ხელი.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები, თუმცა კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.

გუშინ უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტური ბლოგის დამფუძნებელი თორნიკე უსტარაშვილის მეგობრებს სცემეს. უსტარაშვილის თქმით, ერთ-ერთი მოძალადე თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი იყო.