პოლიტიკა
თბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სათათბიროში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოზე საუბარს დაუთმო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.
რუსეთის მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არავის სთხოვს. „ამ საკითხზე მოლაპარაკებას არავისთან არ ვაწარმოებთ. ამ საქმეს ჩვენი დამოუკიდებელი მოკავშირეები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აკეთებენ. მათ ჩვენს კონტაქტებში ვუჭერთ მხარს. ჩვენი მიმართულება ასეთია – მხარს ვუჭერთ ამ პროცესებს, მაგრამ სუვერენული ქვეყნების ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ლავროვმა.