პოლიტიკა
ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება

vstreCi-burjanaZeთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება.

შეხვედრების მიზანია, ელჩები გაეცნონ პარტიის ხედვას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, მათ მიეწოდოთ ობიექტური ინფორმაცია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და უკანონობის თაობაზე, პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრები უკვე შედგა იტალიის, ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და ჩეხეთის სახელმწიფოების ელჩებთან. უახლოეს დღეებში დაგეგმილია შეხვედრები სხვა ქვეყნების დიპლომატებთან.