სამართალი
ცვლილებები საპენსიო კანონში

parlament123თბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი წაკითხვით მიიღეს ცვლილებები კანონში პენსიების შესახებ, რომლის თანახმადაც, 67 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებს 1 სექტემბრიდან გაეზრდებათ პენსია.

67 წელს ზევით ასაკის ყველა პენსიონერი „საპენსიო პაკეტის“ შემადგენლობის ფარგლებში ავტომატურად მიიღებს 15-ლარიან დაზღვევას, რომელშიც მედიკამენტებით უზრუნველყოფაც შედის. ცვლილება სხვა პენსიის მქონე პირებსაც შეეხებათ. ის თანხა, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ შეიცვლება, თუმცა პენსიის შესახებ კანონის ნაცვლად ახლა ასეთი ბენეფიციარების საკითხებს სოციალური კანონი დაარეგულირებს.
მარტივდება პენსიის დანიშვნის პროცედურები და მისი გავლა უკვე საცხოვრებელ ადგილზე ან ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

სოციალური სფეროს ექსპერტები კი აფიქსირებენ, რომ ხელისუფლება ამჯერადაც არ აქცევს ყურადღებას საპენსიო უზრუნველყოფისა და ქვეყანაში საარსებო მინიმუმის შეფარდებას, რასაც ხშირად მოსახლეობის უმრავლესობას აგდებს გაუსაძლის მდგომარეობაში.