პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

gost-iz-FRGთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე დღეს თბილისს ეწვევა სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც სამი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ის ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონულ კონფლიქტებს, ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებში ორმხრივ თანამშრომლობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას განიხილავს.

ვესტერველე, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვა და შემდეგ ერევანში გაემგზავრება, პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდება.

თბილისში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების თემაზე.