სამართალი
ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გასამართლებულია 140 ადვოკატი, რაც კატასტროფის მაჩვენებელია. „ადვოკატთა ასოციაცია იბრძვის ადვოკატთა უფლებებისათვის, რათა შემდგომ უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დაცვა. ქვეყანაში, სადაც ადვოკატთა კორპუსი შიშის ქვეშ ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას, როგორ შეიძლება საუბარი ადამიანის უფლებების დაცვაზე?“ – ამბობს ხატიაშვილი.
მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაცია ვერ აღწევს გადამწყვეტ წარმატებებს იმის გამო, რომ მარტო დარჩა სააკაშვილის რეჟიმთან სამართლებრივ ბრძოლაში. „თუ ევროპამ სააკაშვილი, ლუკაშენკოს მსგავსად, არ სცნო „პერსონა ნონ გრატად“ და ადვოკატების, ჟურნალისტების დევნის, უდანაშაულო ადამიანების ქუჩაში დახვრეტის, 26 მაისს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ჩადენილი სისხლიანი დანაშაულისა და სხვა არანაკლებ სისხლიანი მოვლენების გამო, არ გამოაცხადა თავის მინისტრებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების მტრად, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან გამორიცხულია არჩევნების ჩატარების, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულირება“, – აღნიშნავს ხატიაშვილი.