სამართალი
შეუწყნარებლობის მოტივის გავრცობა სისხლის სამართლის კოდექსში

protiv-neterpimostiთბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილს აღნიშნული ჩანაწერი დაემატება საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.

როგორც აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა კახაბერ ანჯაფარიძემ, პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენისთვის შესაძლოა, ცვლილებებში ჩამოთვლილი შეუწყნარებლობის მოტივების გავრცობა მოხდეს.