კალანდაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო
თბილისი, 14 მარტი,
საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი იტყობინება, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევენთ მურათ ბურჰანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ვიზიტები.