საზოგადოება
19 მარტიდან დათბება
pogoda-1254თბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, თბილისში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს, თუმცა კვლავ ნალექი და ყინვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში.
14 მარტიდან მთელ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება, 19 მარტიდან კი ნალექი უნდა შეწყდეს და დათბეს. „დღეს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონში, კერძოდ, შიდა ქართლშიც, მოსალოდნელია მცირე თოვლი. დღეს, საღამოს, კვლავ იწყებს შემოსვლას დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასები, რომლებიც ამინდის პირობების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს“, – იტყობინებიან სინოპტიკოსები.